понедельник, 11 ноября 2013 г.

ხასანბეგურა

   ხასანბეგურა

         გურულების კრიმანჭულით და მარულით გადარეული ამერიკელები ამ სიმღერების შესწავლას დღემდე ცდილობენ. ამაზე მოგვიანებით. ახლა კი ისევ "ხასანბეგურას” დავუბრუნდეთ. ამ სიმღერის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი კარგი შემსრულებელიც ყოფილა.

        ამ შესანიშნავი სიმღერის შექმნის ისტორია დაკავშირებულია "ნიგოეთის" ბრძოლასთან. ე.წ. ყირიმის ომის დროს (1853-56 წწ) 1854 წელს, თურქებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ანაკლიიდან, ბათუმიდან და სოხუმიდან. თურქთა ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით, თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სოფელ ნიგოითთან (ლანჩხუთი), ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა პოლკოვნიკი ერისთავი, 3000-კაციანი რუსულ-ქართული ჯარით. მტრის 12000-იანი რაზმი ოზურგეთიდან სოფ. ნიგოითისკენ გაემართა. თურქებთან იყო რენეგატი ჰასანბეი თავდგირიძეც. 27 მაისს (ძვ.სტილით) ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. თურქებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ, რუსთა რეგულარულმა ჯარმა და ქართულმა მილიციამ მტერი დაამარცხა. თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3000 მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა _ 600. ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს (ერეკლე II შვილიშვილი) ოზურგეთისკენ დაძრულიყო. მტერმა მიატოვა ქალაქი ოზურგეთი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა მხარეს დაბანაკდა.

        ამ ბრძოლაში აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა ჰასან ბეგ თავდგირიძეს, სამშობლოს მოღალატეს, რომელიც თურქულ ლაშქარს მოუძღოდა გურიაში. ყოველივე ეს სიმღერა-შედევრის _ "ხასანბეგურას" შექმნის საფუძველი გახდა.

        ''ხასანბეგურას'' ტექსტი:

"ხასანბეგი თავდგირიძე, გარისხული ღვთისგან ერთი,
თათრის ფაშობა იშოვა, სულ მთლად დეივიწყა ღმერთი.
შეკვეთილში მიაწია, ძახოდა ოლანგეთი,
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ, მერე ჩვენ გვიყუროს ერთი.
ჩვენ გახლავართ გურულები, ბრძოლა გვქონდა შუხუთ-ფერდში,
მტერი ისე დავამარცხეთ, მთხრობლად არ გავუშვით ერთი.
ხასანბეგი თავდგირიძე თავმოჭრილი დავინახე,
რადგან ჩემი ძმაი იყო, ბოლოს მაინც მე დავმარხე".



Комментариев нет:

Отправить комментарий