ქობულეთი შავი ზღვის სანაპიროს მშვენებაა. იგი, როგორც კურორტი, დღეს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამას კი ჩვენი საკურორტო ზონის იშვიათი ჰავა, ფიჭვნარი, სუფთა ზღვა და ლამაზი ლანდშაფტი განაპირობებს.
ჩვენს რაიონს ბევრი საინტერესო სანახაობა და სუფთა ეკოლოგიური გარემო აქვს, არის ასევე პრობლემებიც, მათ შორის ერთ-ერთი უპირველესია ზღვის სანაპირო ზოლის ნგრევა, ზღვის მიერ ქალაქის მიწების მიტაცება, რასაც ძალიან ფართო მასშტაბები აქვს უახლოესი 5-10 წლის მანძილზე.
არსებული პრობლემის გამომწვევი პირობა ბევრია, მათ შორის ერთ-ერთს უახლოეს წარსულში, საბჭოთა საქართველოს ისტორიაში მივყავართ, როცა ზღვის სანაპირო ზოლიდან ასობით ტონა ქვიშას იღებდნენ და გაჰქონდათ, როგორც სამშენებლო მასალა. მიუხედავად იმისა , რომ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, პრობლემა მაინც მწვავედ დგას, სახელმწიფო იცავს სანაპიროს, მაგრამ სამშენებლო მასალას ახლა ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და არცთუ ცოტას.
დაიდგა პლაჟის გასწვრივ, ყველგან, სათვალთვალო კამერები, პატრულირებს ეკოლოგიის სამსახურის თანამშრომლები, ჯარიმებიც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ალბათ ამ პრობლემის მოგვარებას მაშინ მოვახერხებთ, როცა გაიზრდება მოსახლეობის ეკოლოგიური ცოდნა.
რამდენიმე წლის წინ დაიწყეს სოფ. კვირიკედან კლდის ნაშალის ჩაყრა სანაპიროზე, რომელიც დღესდღეობით შეჩერებულია. თუ ძალისხმევას არ მოაკლებს სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ალბათ დახმარებაც დაგვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც ფინანსურად, ისე საქმის ცოდნით.
როგორც ამბობენ, ჰოლანდიელებმა შექმნეს ''ხმელეთი'', ზღვას გამოსტაცეს ის, სწორედ მათი ჩართვა იქნება კარგი, რათა არა მხოლოდ ბალასტი ჩაიყაროს სანაპიროზე, რომელსაც ისევ ზღვა წაიღებს, არამედ გაკეთდეს თვით ზღვაში წინაღობის ჯებირები, რაც ხელს შეუშლის ზღვის მიერ ბალასტისა და ნატანის უკან გატანას, სანაპირო ზოლის ნგრევას. პრობლემის მოგვარებაც რეალურად შესაძლებელი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როცა სადაცაა დემირელის კაშხალიც თავისას დაატყობს შავ ზღვას.

Комментариев нет:
Отправить комментарий