понедельник, 11 ноября 2013 г.

ქობულეთის რაიონის ისტორიული ძეგლები

        ბევრი რამ ახსოვს აჭარის მიწას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთი დიდი ოქროს სამარხია და რომელიც თავის არქეოლოგიურ გამოკვლევასა და შესწავლას მოელის ჩვენი მეცნიერ-მკვლევართაგან . აჭარის წარსული ისტორიული ციხე-ქალაქები - ციხეებად და ნაეკლესიარებად , ქვისთაღოვან ხიდებად, ჯვარგამოსახულ ქვებად თუ ნამოსახლარებად ქცეულა და ისტორიის ქარტეხილებგამოვლილს ჩვენამდე მოუღწევია.

        ჩვენი კუთხის სასაზღვრო, მისი განაპირა მდებარეობა საჭიროსა და აუცილებელსაც კი ხდიდა ამ კუთხის განსაკუთრებულ დაცვასა და გამაგრებას, რათა მტერს ადვილად არ შეეღწია და არ აეოხრებინა იგი, არ მოესრა მისი მატერიალური თუ სულიერი კულტურის ძეგლები და არ აეწიოკებინა აქაური მოსახლეობა. სწორედ ამით არის განპირობებული ამ მხარეში საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და გამაგრებული ციხე-ქალაქების ასეთი სიჭარბე.


Комментариев нет:

Отправить комментарий