ისევე, როგორც ალამბრის ციხე, მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო წარსულის ძეგლია ელიას ციხეც. იგი აგებულია ჭახათის მთის ყველაზე უფრო მასიური კლდით დაბოლოებულ ქიმზე, საიდანაც თვალნათლად მოჩანს კოლხეთის დაბლობი, ქობულეთის და გურიის შემოგარენი.
ციხემ ეს სახელწოდება მიიღო იმ მთის მიხედვით, რომელზედაც ისაა აგებულია („ელიას მთა“).
ელიას ციხე ნაგებია დაღებით შეკავშირებულ-შემტკიცებული მოზრდილი, რიყისა და ფლეთილი ქვიშისაგან. ციხის კედლის სისქე 1,1 მეტრია. მას კედელში დატანებული აქვს სათოფურები.
ციხის შიდა ფართობი შეადგენს 600 კვადრატულ მეტრს და მას ოვალური გარშემოწერილობა გააჩნია. ციხის ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა სახის ნაგებობათა ნაშთები.
ციხე ნაკლებადაა გამოკვლეული. იგი შეიძლება მივიჩნიოთ ფეოდალური ხანის ნაგებობად, რომელსაც იყენებდნენ სადაზვერო-სათვალიერო პუნქტად. როგორც გადმოგვცემენ, ოსმალთა ბატონობის ხანაში ეს ციხე ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა.
ელიას ციხის შესახებ ხალხმა შემოგვინახა არაერთი ლექსი თუ თქმულება. მათგან ყველაზე საინტერესოა მახარაძის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქივში დაცული ლექსი, რომელიც 1956 წელს ჩაუწერია მ. თავდუმაძეს სახალხო მთქმელ შ. ოქროპირიძისაგან:
ელიას მთაო მაღალო, წმინდა ელიას სახლ-კარო ,
რას იბურები ღრუბლებში, მაშინებ ვერ გადახვალო ,
ჩაჩუტად სიო მიგზავნე, ყურში ჩამძახი ტყვე ხარო,
მინდა გიორგი მწყალობს და გული მიჩივა ჩახვალო .
რისთვის ირჯები, რას მერჩი ფეხშებორკილი მყავხარო ,
ერთი ყელამდე ამიშვი, ქვემოთკენ თავი დავხარო,
ვეღარ დამიჯერ , თუ გინდა თავს რისხვა გადამაყარო,
ელჭექით , ჭექა-ქუხილით რომ შესძრა მთელი სამყარო.
თოვლში ბუჩქები ჩახერგო, თავს სეტყვა გადამაყარო,
ხოშკაკლით თოვლის ზვავებით სავალი გზები დაფარო.
ყელამდე თოვლში ჩაფლულო, გეგონოს ვერ წამიხვალო .
მოგიკვდე თვარ გათქმევინო - ვაჟკაცო დევსა გავხარო.

Комментариев нет:
Отправить комментарий